ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან

      საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/939
2011 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
 
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის ს აფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
   
      ვ. ქობალია
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის
დებულება
 
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას.
2. სამსახური თავის საქმიანო ბაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუცი ით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები თა და შეთანხმებები თ , საქართველოს საზღვაო კოდექსი თ , წინამდებარე დებულებ ითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახური ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/ და მოპასუხედ.
4. სამსახურს აქვს ემბლემა და მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით ა და თავისი სახელწოდების მითითებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), სატიტულე ბლანკი და შტამპები.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ . ფოთი, დემეტრე თავდადებულის ქ. №93. მუხლი
 
2. სამსახურის მიზნები
 
სამსახურის მიზანია საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში და სანაპირო ზოლში უსაფრთხო
ნაოსნობის უზრუნველყოფა.
 
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის საგანი
 
1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი საგანია საზღვაო სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების
მეთვალყურეობ ა/ მომსახურების უზრუნველყოფა, მოდერნიზაცია საერთაშორისო ჰიდროგრაფიული
სამსახურების IHO და IALA სტანდარტებით , ასევე გაეროს კონვენცია SOLAS-ის მოთხოვნების შესაბამისად.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია
განახორციელოს:
ა) საზღვაო სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების მეთვალყურეობა და მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) სანავიგაციო და ჰიდროგრაფიული მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში;
გ) საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში არსებული ნაოსნობისათვის საშიში სივრცეების თანამედროვე კარდინალური ნიშნებით შემოღობვა;
დ) საზღვაო ნავსადგურებისა და ნავსადგურთან მისასვლელი გზების (არხების) თანამედროვე სანავიგაციო ნიშნებით აღჭურვა, შეტყობინების დაგზავნა ნავსადგურის კაპიტნებისათვის, სსიპ „ საზღვაო   ტრანსპორტის სააგენტოსთვის (შემდგომში – სააგენტო) და შესაბამისი საერთაშორისო სამსახურებისათვის საშიში
რაიონების დახურვის თაობაზე. სანავიგაციო საშუალებათა გამართული მუშაობის მხარდასაჭერად
„ზღვაოსანთა უწყებებსა” და „სანავიგაციო გაფრთხილებებში” შეტყობინებების რეგულარული გამოქვეყნება ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ე) სამსახურის უძრავი და მოძრავი ძირითადი საშუალებების (აქტივების) და მცურავი სანავიგაციო ნიშნების მოდერნიზაცია, შეკეთება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტი ს უზრუნველყოფა ;
ვ) საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპიროზე თანამედროვე სანავიგაციო საშუალებების დანერგვ ის უზრუნველყოფა;
ზ) რადიო და მანათობელა შუქურების ექსპლუატაცია – მომსახურება, ტექნიკური მეთვალყურეობა, შეკეთება და მოდერნიზაცია;
თ) ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის, სახელმწიფო საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის , საქართველოს საზღვაო ნავსადგურების სადისპეტჩერო სამსახურის (შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე) , ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების, ასევე
შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უზრუნველყოფა ინფორმაციით მეტეოროლოგიური და ნავიგაციური ცვლილებების შესახებ;
ი) ნავსადგურებში, ნავსადგურთან მისასვლელ გზებში (არხები) და სანაპირო ზოლში ზღვის სიღრმეების გაზომვა, მცურავი საშუალებების უსაფრთხო ნაოსნობისა და სხვა ინტერესებიდან გამომდინარე;
კ) საერთაშორისო ჰიდროგრაფიული სამსახურის რეკომენდაციებისა და რეზოლუციის შესაბამისად, სააგენტოსთან შეთანხმებით ნაოსნობის უსაფრთხოების საჭიროების დამაკმაყოფილებელ ი საზღვაო რუკების, რეკომენდირებული გზების, შუქურების ჩამონათვალის , ზღვის მოქცევის სიებისა და სხვა საზღვაო
პუბლიკაციების შეთანხმება და გამოცემა ;
ლ) შესაბამისი საზღვაო რუკებისა და პუბლიკაციების კორექტირების მიზნით „ზღვაოსანთა უწყებების” გამოცემა ;
მ) სააგენტოს მეშვეობით ელექტრონული რუკებისა და საინფორმაციო სისტემების ( EDIS), აგრეთვე ელექტონული სანავიგაციო რუკების ( ENCS) დანერგვა და განვითარება;
ნ) გამართული მუშაობის მხარდასაჭერად, სახმელეთო და საზღვაო სანავიგაციო საშუალებებ ის უზრუნველყოფა თანამედროვე სამეთვალყურეო მონიტორული სისტემით;
ო) გეგმების დამტკიცება და ტექნიკურ ი დავალებებ ი ს გაცემა , სამეცნიერო-კვლევითი და ჰიდროგრაფიული სამუშაოების შესრულებაზე;
პ) ნავსადგურის აკვატორიაში სანავიგაციო საშუალებების დადგმ ის შეთანხმება , გადაადგილებ ის მოხსნა , შუქების დაყენება მნათი სანაპირო და მცურავ სანავიგაციო სასადგურე ნიშნების მოქმედების ზონაში, ტვირთის დაწყობა ამოსაცნობი, სანავსადგურო-სანავიგაციო სასადგურე ნიშნების მოქმედების ზონაში;
ჟ) ჰიდროგრაფიულ ი ფორუმებ ის ორგანიზება და მონაწილეობა (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ყრილობა) , მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მუხლი
 
4. სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა
 
1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში –მინისტრი) .
2. სამსახურის დირექტორი:
ა) წარმოადგენს სამსახურს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს სამსახურის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს სამსახურის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკებში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;
ბ) კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას , რაზედაც ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე;
გ ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);
ე ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს და სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს;
ვ ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს ა და თანამდებობრივ სარგოებს ;
ზ ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
თ ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ი ) სამსახურის სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას სამსახურის წარმომადგენლობაზე;
კ) განსაზღვრავს მო ხმარებიდან ამოღებული ბეჭდების, ბლანკებისა და სხვა დოკუმენტების უტილიზაციის (განადგურების) წესს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ლ ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სამსახურის მზადყოფნას;
მ ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ნ ) სამსახურის სახელით, კანონით დადგენილი წესით, აცხადებს კონკურსებსა და ტენდერებს;
ო ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
პ ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს წინადადებებს;
ჟ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების
გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
რ ) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად და პასუხისმგებ ელია სამსახურის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ს ) ამტკიცებს სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას;
ტ ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის დირექტორის მოადგილეს, განყოფილებების უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს;
უ ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად სამსახურში ქმნის დროებით მიზნობრივ ჯგუფებს და საჭიროების შემთხვევაში იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგენილი წესით;
ფ ) განახორციელებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებას.
3. სამსახურის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით. მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დირექტორის ბრძანებით.
4. სამსახურის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის დირექტორის მოვალეობას ასრულებს სამსახურის დირექტორის მოადგილე.
 
მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა
 
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვე დანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის განყოფილება;
გ) სინოპტიკური განყოფილება;
დ) სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის განყოფილება.
2. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის დირექტორი.
3. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში განყოფილების უფროსის მოვალეობას სამსახურის დირექტორის ბრძანების საფუძველზე ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) განყოფილების თანამშ რომლებს აძლევს დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალების შესრულებაზე;
დ) ვიზირებას უკეთებს განყოფილების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ე) სამსახურის დირექტორს ან მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) ასრულებს სამსახურის დირექტორის ან/და დირექტორის მოადგილის სხვა დავალებებს.
 
მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
 
1. ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამსახურის დირექტორის, დირექტორის მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და ორგანიზაციული   მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
გ) სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
დ) სამსახურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან,
ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე, სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი;
ე) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, თავისი კომპენტეციის ფარგლებში დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;
ვ) სამსახურის კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელის დანერგვა და განვითარება, პროფილაქტიკური სამუშაოების    განხორციელება, მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტური ადმინისტრირება;
ზ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება; სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა;
თ) სამსახურის ფუნქციების განხორციელებისათვის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა,
სააგენტოს ინტერესების დაცვა სასამართლოში.
2. ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის განყოფილებ ის ფუნქციებია :
ა) ჰიდროგრაფიული და გეოდეზიური კვლევებ ის განხორციელება პორტებში, პორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სანაპირო ზოლში, GEOREP -ის სივრცეში;
ბ) სანაპირო ზოლის შესწავლა, მათ ი ასახვას ელექტრონული, ციფრული თუ წერილობითი სახით;
გ) გენერალური რუკების, სამგზავრო სანავიგაციო და პორტების რუკების წარმოება-კორექტირება. რეგულარულ ი მეთვალყურეობა ნებისმიერ ცვლილებებზე , რომელიც მნიშვნელოვანია უსაფრთხო ნავიგაციისათვის, მათ ი სანავიგაციო რუკებზე ასახვის მიზნით .
3. სინოპტიკური განყოფილების ფუნქციებია :
ა) რეგულარულ ი მეთვალყურეობა ამინდზე, ყველა არსებული საშუალებით;
ბ) ამინდის პროგნოზირება და საშტორმო გაფრთხილებების წარმოება ზღვაზე და პორტში , ადამიანის და ნავიგაციის უსაფრთხოების მიზნით;
გ) მეტეოროლოგიური პროგნოზების აღრიცხვა;
დ) მონაცემთა ბაზის წარმოება- დაარქივებ ა;
4. სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის განყოფილებ ის ფუნქციებია :
ა) საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში სანავიგაციო ნიშნების მონიტორინგის კომპლექსური სისტემის დანერგვა;
ბ) მცურავი და სახმელეთო სანავიგაციო მოწყობილობათა საშუალებების სადღეღამისო გამართულ ი მუშაობ ის უზრუნველყოფ ა , განთავსება, გადაადგილება და ა ღნიშნულის თაობაზე დაინტერესებულ პირთა ინფორმირება.
 
მუხლი 7. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
 
1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს
ამისათვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.
2. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის,
ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ
განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა.
4. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სამსახურის დირექტორის არამართლზომიერი
გადაწყვეტილება.
5. სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს სამინისტრო.
6. სამსახურის წლიური ბიუჯეტის პროექტს სამსახურის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამინისტრო
.
მუხლი 8. სამსახურის დაფინანსების წყაროები
 
1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) სამსახურის მიერ მომსახურების გაწევიდან მიღებული საფასური;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) სამსახურის ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხები (კანონმდებლობით დადგენილი წესით);
ვ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სამსახურის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
 
მუხლი 9. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
 
1. სამინისტროს თანხმობით სამსახურმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ
შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 
 
 მუხლი 10. სამსახურის ქონება
 
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურისათვის ქონების გადაცემა, ასევე სამსახურის მიერ ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა.
 
მუხლი 11. საბუღალტრო ანგარიშგება
 
1. სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. სამსახურის წლიურ ბალანს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს (სამინისტროს) მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
 
 მუხლი 12. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
 
1. სამსახური წყვეტს არსებობას დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში.
2. თუ სამსახური არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის ლიკვიდაციას ახორციელებენ სამინსტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სამსახურის დირექტორი.
 
მუხლი 13. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
 
სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
 

      დებულება      გადმოწერა PDF

      კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ  გადმოწერე PDF

      საფასურის გადახდის წესი     გადმოწერე PDF