blogi

siaxleebi

სინოპტიკოსთა მორიგი სერთიფიცირება

გამოქვეყნების თარიღი: 13/12/2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ სინოპტიკოსებს უკრაინის სახელმწიფო ეკოლოგიური უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-სემინარები ჩაუტარა შემდეგ საკითხებზე:

 ზღვის მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესწავლა.

 ჰაერის მასების თერმოდინამიული მახსიათებლების ანალიზი, NOAA 
HYSPLITmodel პროგრამის ანალიზი.

 ატმოსფერული ფრონტების სივრცითი სტრუქტურა.

 კავკასიის რეგიონში ოროგრაფიული დეფორმაცია, ჩრდილო კავკასიის 
და შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის სინოპტიკური პროცესები, 
ოროგრაფიული ციკლი და ანტიციკლოგენეზი.

 ატმოსფეროს თერმოდინამიული მახასიათებლების და თანამგზავრული 
ინფორმაციის ერთობლივი გამოყენება სხვადასხვა მასშტაბის ღრუბლების 
სისტემების ევოლუციის შეფასებისთვის. შტორმული ზონების 
ანალიზი და პროგნოზი.ნაუკასტინგის ტექნოლოგია.

პორტების აკვატორიის საზღვაო პროგნოზების 
ჰიდრომეტეოროლოგიური უზრუნველყოფის მეთოდური 
რეკომენდაციები.

 ჰიდროგრაფიული სამსახური სინოპტიკოსთა 
კვალიფიკაციის ზრდასა და შესაბამის სერთიფიცირებას 
პერიოდულად ახორციელებს, რაც დადებითად 
ისახება ამინდის პროგნოზირების გამართლებადობის 
პროცენტულ მაჩვენებელზე.